უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, უკრაინის არმიამ „მოსკოვზე უნდა იერიში მიიტანოს“.
„ჩვენ გამარჯვებას სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. ზოგი ამბობს: „დატოვეთ შეხების ხაზი ისეთი, როგორიც არის და ამისთვის მადლობა შესწირეთ ღმერთს.“ მე ასე დატოვება არ მინდა, ასე დატოვება არ შემიძლია.
თქვენ ყველაზე დიდ პრობლემას უტოვებთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს. მოსკოვზე!“ — განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ „აპოსტროფ TV“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ „გამარჯვების ფორმულა“ უკრაინის 1991 წლის საზღვრებზე გასვლაა, ან ცბიერები არიან, ან ცდებიან.
იუშჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა „ევროპის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი“ უნდა გახდეს, რომელიც ევროპულ ქვეყნებს საკუთარ ჯარებზე უკეთ დაიცავს.
Facebook Comments Box