პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული

როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის, პოლიტიკურად მოტივირებულიდანაშაულის წინააღმდეგ და ზუსტად ასევე – კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურადპრინციპული, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მსჯავრდებული საჯარო მოხელეებისთვის ქონებრივი დეკლარაციის შევსების 30 წლიანი ვალდებულების ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შეეხებოდა. 

მისი თქმით, ხელისუფლება აცხადებს მარტივ რამეს – ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება.

„ოპოზიცია ტრაგიკულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მუდმივად აკეთებენ განცხადებებს, თითქოს, ესარის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს ფაქტი არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. კიდევერთხელ მოვუწოდებთ ყველას – ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა აქტებიც გამოიცა, ჩახედონ თითოეულ მათგანს დათუ სადმე რაიმე კითხვის ნიშანი ექნებათ, მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ. არავითარი კითხვებიც კი არ არსებობს,იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და სუფთად. პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანადაღიკვეთა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ნებისმიერი შესყიდვები. აქედან გამომდინარე, წელიწად-ნახევრის განმავლობაშიჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ ბოლომდე სუფთად ვიმუშაოთ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს – როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ნარკოტიკულიდანაშაულის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ და ზუსტად ასევე კორუფციული დანაშაულისწინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ჩვენ ვაცხადებთ მარტივ რამეს -ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება. თუ ვინმე იქნება მსჯავრდებული კორუფციულიდანაშაულისთვის, მას მოუწევს ათწლეულების განმავლობაში დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისად, ვერ ისარგებლებსმოპარული თანხებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ პრინციპულად ვებრძვით კორუფციის ნებისმიერგამოვლინებას. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი მიზნის თაობაზე , რომ მოვხვდეთ ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირისთვალსაზრისით და სწორედ ამას ემსახურება თითოეული ეს ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა