პოლიტიკა

ანა წითლიძე: ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის (გდდ) წინააღმდეგობის გაწევაზეც ისაუბრა.

წითლიძის განცხადებით, 4 000 გდდ-ს სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს.

“თქვენ ეს გდდ რა გგონიათ? მთელი თავისი სისტემით არის 4000 ადამიანი, სულ რომ ყველა ერთად გამოიყვანოს და მერე მაგას დაამატოს კიდევ საპოლიციო სისტემა. 4000 [ადამიანი] რომელსაც კიდევ 50 კილო აცვია ჩვენამდე რომ მოირბინოს, 4000 გდდ-ს სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს, წინააღმდეგობას რომ უწევს, ისეთს, ” – აღნიშნა ანა წითლიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა