პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სტრასბურგის სასამართლოს მიერ EMC-ის სარჩელის წარმოებაში არმიღება ნათლად აჩვენებს, რომ „გარე ძალების მიერ მხარდაჭერილი“ არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგია სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ჩავარდა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ EMC-ის სარჩელის წარმოებაში არმიღება ნათლად აჩვენებს, რომ „გარე ძალების მიერ მხარდაჭერილი“ არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგია სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ჩავარდა,- ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ EMC-ის სარჩელის არმიღება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს პოზიცია სამართლებრივად უფრო დამაჯერებელია და რეალურად, არასამთავრობო სექტორის „დაჩაგვრას“ ადგილი არ აქვს.

„ სტრასბურგის სასამართლოს მიერ EMC-ის სარჩელის წარმოებაში არმიღება ნათლად აჩვენებს, რომ „გარე ძალების მიერ მხარდაჭერილი“ არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგია სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ჩავარდა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ EMC-ის სარჩელის წარმოებაში არმიღება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტანცია არ დაეთანხმა არასამთავრობო სექტორის მიერ დაყენებულ არგუმენტებს. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციის, არამედ მთლიანად იმ ქსელისთვის მტკივნეული მარცხია, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ „გარე ველზე“ ცდილობდა სამართლებრივი თუ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება პირდაპირ უკავშირდება სერიოზულ ბრალდებებს – საბოტაჟს, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მტრულ საქმიანობასა და ამ პროცესში მათი დახმარების შესაძლო ფაქტებს.

ასეთი მასშტაბის საქმე თავისთავად მიუთითებს, რომ ხელისუფლება აღარ ტოვებს სივრცეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას. სტრასბურგის სასამართლოს რეაქცია კი, ანუ წარმოებაში სარჩელის არმიღება, ქმნის სურათს, სადაც საერთაშორისო დონეზეც კი არ დგება საკითხი არასამთავრობოების „დაჩაგვრის“ ან „უსამართლო მოპყრობის“ შესახებ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია სამართლებრივად უფრო დამაჯერებელია, ვიდრე იმ ორგანიზაციების მცდელობები, რომლებიც ხშირად ცდილობენ უცხოელი პარტნიორებისა და სასამართლოების ჩარევით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატანას. შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო სექტორი მორიგ ჯერზე დამარცხდა და სახელმწიფოს სიმართლე არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე სივრცეშიც დამტკიცდა“,-წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა