რა არის იმის ინდიკატორი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორ რადიკალებს უჭირთ? ესაა აქციამდე მათი ლიდერების, მაგალითად, ხაბეიშვილის მდედრი კლონის წითლიძის მოხშირებული განცხადებები, რომ თითქოს ხელისუფლებას აქციის ეშინია, რომ თითქოს სპეცრაზმი ვერ აუვა ამდენ ხალხს და ა.შ. – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, რადიკალები ცდილობენ გულუბრყვილო ხალხის წამოკიდებას, რომ მათში ყალბი იმედები გააღვივონ და როგორმე აქციაზე მიიყვანონ.
„რა არის იმის ინდიკატორი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორ რადიკალებს უჭირთ? ესაა აქციამდე მათი ლიდერების, მაგალითად, ხაბეიშვილის მდედრი კლონის წითლიძის მოხშირებული განცხადებები, რომ თითქოს ხელისუფლებას აქციის ეშინია, რომ თითქოს სპეცრაზმი ვერ აუვა ამდენ ხალხს და ა.შ. ეს მოძველებული ხერხი ბევრჯერ გვინახავს. რადიკალები ასე ცდილობენ გულუბრყვილო ხალხის წამოკიდებას, რომ მათში ყალბი იმედები გააღვივონ და როგორმე აქციაზე მიიყვანონ. ხალხს კი ეს უაზრო აქციები ბეზრდება უკვე. ისე საინტერესოა, მაშინ რას იზამენ და სად გაასწრებენ, თუკი ხალხი, რომელიც მათ ვერ იტანს, მასობრივად გამოვიდა ქუჩაში სამართალდამცველების და სახელმწიფოს დასახმარებლად? ისინი ძალიან ბევრნი, მათზე ბევრნი იქნებიან, და ვინძლო სპეცრაზმსაც კი გაუჭირდეს მათი შეკავება. ეს ყველაზე მძიმე სცენარი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა „კოლექტიური წითლიძეებისათვის,“ მაგრამ მათ და აქციის მონაწილეებს თავად მიჰყავთ საქმე ამისკენ.“ – წერს ანჯაფარიძე.