საერთაშორისო ვაჭრობაში მზარდი პროტექციონიზმი და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება იწვევს ფუნდამენტურ ცვლილებებს გლობალურ ეკონომიკაში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ამჟამინდელ გამოწვევებზე წარმატებით რეაგირებისთვის, მხარს უჭერს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის რეფორმირებას, მათ შორის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის.
„მჯერა, რომ ხელმისაწვდომ, უსაფრთხო და მდგრად ენერგიაზე წვდომა არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რათა მათ შეძლონ განვითარების მიზნების მიღწევა. ჩვენ მტკიცედ ვავითარებთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტრანსკასპიურ აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფნის პროექტს, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ჩვენ შეგვაქვს წვლილი მსოფლიო ვაჭრობის განვითარებაში ჩვენი თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით“, – განაცხადა ერდოღანმა.