,,მორალურ კვარცხლბეკზე შემდგარ კოლექტიურ ზურაბიშვილებს შევახსენებთ: თავადვე ხართ უცხოეთის ფულზე გაყიდული და ყოველგვარ ღირსებას მოკლებული აგენტები”,-ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტსა და ბიძინა ივანიშვილთან მის შეხვედრას ქართველი ნეოლიბერალების ისტერია მოჰყვა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კრებსითად გამოხატა რადიკალების პოზიცია და ღირსება დაუწუნა ხელისუფლებას-თითქოს ოფიციალურად არ იყოს მაკ კეინის ფონდის ,,სტიპენდიანტი” და სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ტაივანის ,,ბენეფიციარ” თინა ხიდაშელთან ერთად ვაშინგტონში „ჰელსინკის კომისიის“ წინაშე არ ეცადოს საქართველოს მორიგი “გაშავება”.
ეს ქალბატონები და მათი სახით ზოგადად ე.წ. ნეოლიბერალური ტოტალიტარული “ბაბლი”, რომელთა პროფესია ქართულის საზიანოდ უცხოური ინტერესების დაცვაა, მრავალფეროვანია, მაგრამ არა მრავალრიცხოვანი.
ისინი ჩვენში ერთ დღეს არ გაჩენილან. გეოპოლიტიკური ინტერესების პრიზმაში დასავლეთის მმართველმა “დიფ სთეითმა” აქ საკუთარი მეხუთე კოლონის შექმნა და ახალი ქართველების გამოყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო.
წლობით გარედან დაორგანიზებული პროცესის შედეგად, საქართველოში აკადემიური და კრიტიკულად მოაზროვნე ქართული საზოგადოება კარგად დაფინანსებულმა და უცხოეთიდან მართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ჩაანაცვლა, ქართული პოლიტიკური სუბიექტები და მედია-საელჩოებიდან ,,ხელით მართვაზე” მყოფმა პარტიებმა და მათმა მედია ორგანოებმა, ეროვნული ღირებულებები-ნეოლიბერალურმა ვოუქურმა დოქტრინებმა, დიალოგი და ურთიერთპატივისცემა კი -სიძულვილის ენამ და განსხვავებული აზრის მატარებლების ტერორმა.
დასავლეთიდან მართული ქართული კლასტერი ჭრელია და აქ შეხვდებით როგორც ყველა პარტიაგამოვლილ, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის “უბერებელ” ვეტერან პოლიტიკოსებს, ისე მარად ახალგაზრდა “პერსპექტიულ” მწერლებსა და უნიჭო პოეტებს, ფულიან ენჯეოშნიკებსა თუ გრანტიჭამია სტუდენტურ მოძრაობებს, ხელოვანებს, რომელთაც, ყველას ერთად, აქვთ პრეტენზია, მხოლოდ ისინი წარმოადგენდნენ საქართველოში დასავლური ორიენტაციის გუშაგებს.
დღეს ქართველი ლიბერალები ღრმა კრიზისში არიან, რადგან მათი საერთაშორისო ინტერნაციონალი ამერიკაში დამარცხდა და შეწყდა დაფინანსება ვაშინგტონიდან, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არენაზე კი 13 წელია მუდმივ მარცხს განიცდიან. ამ ვითარებაში, ქართველმა ნეოლიბერალებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ მორალური კვარცხლბეკი არის ის შემორჩენილი არეალი, სადაც მათ უპირატესობა აქვთ და უფლება ქართველი ერის უმრავლესობა დაამუნათონ.
მათი ეს ვირტუალური ზნეობრივი პიედესტალი, რუსთაველის ქუჩაზე შამანობასა და მდაბიო წყევლის კამპანიების აკომპანიმენტით, ისეთივე კომიკურია და უსაფუძვლო, როგორც უსამშობლო კოლექტიური ზურაბიშვილების ფუჭი ცდა, მორალი წაუკითხონ და ღირსება დაუწუნონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ორჯერ, 2011 და 2022 წლებში ქვეყნის ინტერესებისთვის გადადო არა მხოლოდ საკუთარი მილიარდიანი ქონება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი, ოჯახი და შვილების მომავალი.
ჩამომხვრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენო, ნათქვამია. ვერც ლამაზი სიტყვები და ვერც მაღალი ტრიბუნები ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან ვერ გადაფარავს ქართული რადიკალური ოპოზიციის მრავალწლიანი ღალატის ქრონიკას, რაც არანაირად არ აძლევს მათ უფლებას – ფულზე გაყიდულებს და ღირსება გაყიდულებს, სხვებს უკითხონ მორალი.
ქართველი ნეოლიბერალი ფაშისტების მორალისტობა არ გვიკვირს, რადგან ორუელის ნაწინასწარმეტყველებ ნეოლიბერალების ტოტალიტარულ სამყაროში ომს მშვიდობა ჰქვია, მშვიდობას კი-ომი, სიკეთეს ბოროტება და ბორორტებას -სიკეთე, ღალატს ერთგულება და ერთგულებას- ღალატი, მორალს ამორალურობა და ამორალურობას – მორალი, არაბულ ინვესტიციას – უბედურება და უცხოურ გრანტებს- სიკეთე.
საქართველოს პრობლემა დღეს სწორედ რომ ქართული ჯანსაღი ოპოზიციის ნაცვლად, გარედან მართული და უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი აგენტურის არსებობაა, რომელსაც არც მორალი გააჩნია და არც ღირსება.
ამიტომაც მივესალმებით ქართული სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში გამოცხადებულ ქვეყნის სუვერენიზაციის მყარ პოლიტიკას, კანონმდებლობაში ღალატის მუხლის აღდგესა და გამჭვირვალობის ამერიკული ფარას კანონის მიღებას.
მხოლოდ გამჭვირვალობით, ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევით და უცხოეთზე მომუშავე სუბიექტების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის აკრძალვით არის შესაძლებელი გავთავისუფლდეთ ექსტრემისტი, ტერორისტული შიდა აგენტურისგან, რომლისთვისაც მთავარია არა ღირებულებები და მორალი, არამედ უცხოეთიდან ქვეყნის ინტერესების გაყიდვისთვის მიღებული სარგებელი“,-ნათქვამია განცხადებაში.