პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ისე წერენ ალექსანდრე კარტოზიაზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, თითქოს “ვივამედელი” მასხარა იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა და მთელი “ნაც-შპანა” მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს – ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი

გიორგი გამსახურდია, ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში ელჩად დანიშვნაზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებემ.

გამსახურიდას განცხადებით, კარტოზიაზე ისე წერენ, რომ შევარნდაძის მთავრობის მინისტრი იყო, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ამავე მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა არაერთი წარმომადგენელი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს არ იკავებდნენ.

“ისე წერენ ეს მანქურთები კაცზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, რომ თითქოს ეს ვივამედელი მასხარა, იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა და მთელი ნაც-შპანა, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი და უნამუსოდ თან. თუმცა, ნაცები და ნამუსი, რა მოსატანია.” – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა