უკვე ჩვეულებრივ ამბავად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართული არარსამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, სტრასბურგი არ მიიჩნევს უსამართლობად არასამთავრობო სექტორის ანგარიშების დაყადაღებას, საჩივრის წარმოებაში არ მიღებით კი მისი აზრით, ვერდიქტი გამოტანილია.
„უკვე ჩვეულებრივ ამბავად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართულ არარსამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს! საქმე მარტივადაა, NGO სექტორი რაზეც ჩივის, რომ მათი ანგარიშები დააყადაღეს, ვინ და რატომ კი სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად! ამერიკული FARA-ს ანალოგიური ქართული კანონის მიხედვით , არასამთავრობოებმა უნდა გაასაჯაროონ მათი ფინანსები ანუ უნდა მოხდინონ თანხების დეკლარირება. თუ კი ისინი ამას არ აკეთებენ შესაბამისად ხდება მათი ანგარიშების დაყადაღება. რა ქნას სტრასბურგმა, მართლა მოცლილი კი არა, რამდენი მივა და უსაფუძვლო საჩივარს მიიტანს ყველა წარმოებაში მიიღოს, არაფერს ვამბობ ვერდიქტის გამოტანაზე, თუმცა ვერდიქტი წარმოებაში არ მიღებით პრინციპში გამოიტანა კიდეც“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.