პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბლეიზ მეტრეველი, სწორედ ხვალ, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დაიკავებს MI6-ის ხელმძღვანელის ახალ თანამდებობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი MI6-ის ახალ ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის ოფიციალურად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მასზე საუბრისას ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიიდან რამდენიმე თარიღსა და მოვლენაზე აკეთებს აქცენტს.

ასევე აქვეყნებს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის გამონათქვამებს, რომლითაც ის ბლეიზ მეტრეველს ახასიათებს.

„რამდენიმე დღის წინ ბაქოში დაზვერვის სამსახურების ფორუმში მონაწილეობის მიუხედავად, ბლეიზ მეტრეველი, სწორედ ხვალ, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დაიკავებს MI6-ის ხელმძღვანელის ახალ თანამდებობას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია. ბლეიზ მეტრეველი დაიბადა 1978 წელს ინგლისში, ხოლო გაიზარდა ჰონგ-კონგში, სადაც მამამისი, კონსტანტინე მეტრეველი (გამორჩეული რადიოლოგი) ჰონგ-კონგის ჩინეთის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური რადიოლოგიის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი იყო. X-ში გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, ის ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა, იმ ნაწილში, რომელიც 1982 წლიდან 1985 წლამდე ერ-რიადში იყო განლაგებული.

ჰონგ-კონგის მულტიკულტურულ გარემოში მისმა აღზრდამ, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიღებულ განათლებასთან ერთად, ჩამოაყალიბა ბლეიზ მეტრეველის გლობალური ხედვა, რაც შეესაბამება MI6-ის ძირითად მისიას – საერთაშორისო საფრთხეებთან ბრძოლას. საინტერესოა MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის მისი დახასიათება: „ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გავატარე. ბლეიზს არ ვიცნობდი, MI6-ის (2009 წლის ნოემბერში) უფროსის პოსტზე დანიშვნამდე, მაგრამ მას ახლო აღმოსავლეთში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს შევხვდი, სადაც ის MI6-ის რეზიდენტურის ხელმძღვანელი იყო და ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებდა. მან თავიდანვე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე…ის საკმაოდ შთამაგონებელი ადამიანია; ძალიან მკაფიო და მიზანდასახული, მაგრამ ასევე აქვს კარგი იუმორის გრძნობა და ადამიანების მართვის ნიჭი,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა