პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ბიძინა ივანიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც სწორედ სიმართლის თქმაა ქართველი ხალხისთვის იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს და თუნდაც იმ “მუხანათურ ღალატზე”, რასაც ადგილი ჰქონდა გუნდის შიგნით. მისი პოლიტიკური ხელწერა იმითაც განსხვავდება, რომ პირდაპირ ამხელს მოღალატეს და დამნაშავეს, თუნდაც მისი ოჯახის უახლოეს პირებს“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ „მუხანათური ღალატი“ კაცობრიობის სენია და ვერც საქართველოში ვერ ჩაივლიდა სხვადასხვა პროცესი ამის გარეშე, თუმცა მთავარია, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო გადარჩენილია და ეს ბრძოლა დასასრულებელია.
„2012 წლის 1 ოქტომბერი უკვე დარჩა ისტორიას, როგორც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე და ამ თარიღს ვეღარავინ წაშლის, როგორაც არ უნდა ეცადონ. მართალია, ისტორიკოსებს ხშირად სპეციალური დაკვეთით ტყუილებს აწერინებენ, როგორც იყო “ვარდების რევოლუციაზე” და სააკაშვილის “საგმირო საქმეებზე”, მაგრამ დრო მაინც თავისას ამბობს და ბოლოს სიმართლე იმარჯვებს. “სიმართლე” იყო და არის იმ ბრძოლის მთავარი იარაღი, რითაც დღემდე მოვედით და ამ იარაღით კიდევ დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც სწორედ სიმართლის თქმაა ქართველი ხალხისთვის იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს და თუნდაც იმ “მუხანათურ ღალატზე”, რასაც ადგილი ჰქონდა გუნდის შიგნით.
მისი პოლიტიკური ხელწერა იმითაც განსხვავდება, რომ პირდაპირ ამხელს მოღალატეს და დამნაშავეს, თუნდაც მისი ოჯახის უახლოეს პირებს. მანამდე ჩვენ არ გვქონია მსგავსი მაგალითები, თუნდაც არც იმ მისაბაძი ქვეყნებიდან. პოლიტიკურ პარტიებს ღიად არ გამოჰქონდათ მსგავსი ფაქტები, თითქოს ამით პოლიტიკური მარკეტინგის წესებს იცავდნენ და პარტიულ იმიჯს უფრთხილდებოდნენ. არადა, პირიქითაა, ყველაზე ძლიერი პოლიტიკური იმიჯი სწორედ რომ სიმართლის თქმაა. “მუხანათური ღალატი” კაცობრიობის სენია ყველა დროში და არც ეს პროცესები ჩაივლიდა ისე, მითუმეტეს, მილიონობით დოლარის ცდუნებაში. კორუფციასაც ეშველება და სხვა ხარვეზებსაც, მთავარია, ქვეყანა გადარჩა ამ ეტაპზე და ეს ბოლომდეა მისაყვანი. შესაძლოა ვიღაცას ჰგონია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა 2012 წელს, ან თუნდაც 13 წლის შემდეგ დასრულდა, მაგრამ ასე არ არის. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. ამასაც აუცილებლად ვიზეიმებთ. ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველას, ვინც 13 წლის წინ “ღირებულებათა ომი” მოიგო და მათაც, ვინც განაგრძო ეს გზა და იმ ღირებულებების მატარებელია. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ბრძოლის საბოლოო გამარჯვება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.