პოლიტიკა

THESUN: ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ

ბრიტანული გამოცემა Thesun-ი აქვეყნებს ვიდეო კადრებს, როდესაც ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი გვერდი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ.

ვიდეოში ნაჩვენებია გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეული დამანგრეველი შედეგები. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა, განაცხადა, რომ ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ და მაცხოვრებლებს მოუწოდა, თავი აარიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.

„ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვარ. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ტერიტორიას“, – დაწერა ადამსმა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა