პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე, მდიდარ NGO-ებსა და მათ მიერ კონტროლირებულ მედიაზე: იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი, 3-4 წლის წინანდელი “სკანდალებით” და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის “გაბრაზებას”

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და მათ მიერ კონტროლირებული მედიის მიერ ბრძოლის მუხტის აწევის მცდელობებს ეხმიანება. გორდულაძე ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხელმოცარულებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი ყალბი ვიდეოების გამოქვეყნებასაც აღარ ერიდებიან, მაგალითად კი მოჰყავს პროპაგანდისტული „ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო, რომელიც 2022 წელსაა ჩაწერილი.

„როგორ ცდილობს ოპოზიცია, მდიდარი NGO – ები და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას

1 – პროპაგანდისტულმა ON.GE-მ გამოაქვეყნა წინა წლის განცხადება, რომელიც გაასაღა როგორც “ახალი”, სადაც ოპოზიციის კლანის რამდენიმე მოსამართლე გაურკვეველ მოცემულობებს აპროტესტებენ.

2 – პროპაგანდისტულმა ტვ პირველმა გამოაქვეყნა აქამდე არაერთხელ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც 2022 წელს ბესო ალავიძე ზეწოლაზე საუბრობს, თუმცა საუბრის იქით არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია.

3 – რადიკალურმა ოპოზიციამ გაავრცელა “გდდ-ს გეგმა”, თუმცა გეგმაში ძველი ფოტო გაეპარათ, რომელზეც პარლამენტის კარის 3 წლის წინანდელი მდგომარეობაა ასახული.

4 – მდიდარმა NGO-ებმა გაავრცელეს სპეცრაზმელების მონაცემები და ცდილობდნენ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო “დამრბევების სია”, თუმცა აქაც შეცდომა გაეპარათ და ცესკოს სპეციალური სიებიდან ოპოზიციის მიერ გატანილი მონაცემები გამოდგა…

იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი, 3-4 წლის წინანდელი “სკანდალებით” და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის “გაბრაზებას”“,- წერს გორდულაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა