რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია, On.ge, 17 მოსამართლის მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას დღევანდელი თარიღით აქვეყნებს და ახალ სტატიად ასაღებს.
მოსამართლეებმა, 2024 წელს, გაავრცელეს განცხადება, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მათი კონსტიტუციური მოვალეობაა საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
“პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.” – აღნიშნავდნენ მოსამართლეები გასულ წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2024 წლის 29 ნოემბრის განცხადებას ხელს 17 მოასამართლე – ლევან დარბაიძე, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, მანანა მესხიშვილი, ციცინო კიკვაძე, თამარ ჩიხლაძე, დევი დევიძე, თამარ ხაჟომია, დავით წერეთელი, ქეთევან მესხიშვილი, ვლადიმერ ხუჭუა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო გერგაული, ლაშა დადეშქელიანი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მამუკა წიკლაური და ლელა ნოზაძე აწერს.
აღნიშნული განცხადება, on.ge-მ მანიპულაციურად გაავრცელა 2025 წლის 2 ოქტომბრის თარიღით როგორც ვებ-გვერდზე, ისე სოციალურ მედიაში.