პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე: მესანთლეს აგინეს ნარმანიამ და მისმა “პადელნიკებმა”. ფრთხილად უნდა ვიყოთ – ხვალ რას იზამენ ხომ ხვდებით?

x

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ეკლესიის მსახურს აგინეს, რა დროსაც “ბიჭები გამოესარჩლნენ და წავიდა ჩხუბი”.

ექსპერტი ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ყველაფერი გაირკვა გველის წიწილი ნაცების ჩხუბზე! მესანთლეს აგინეს ნარმანიამ და მისმა “პადელნიკებმა”… ბიჭები გამოესარჩლნენ და წავიდა ჩხუბი ფრთხილად უნდა ვიყოთ – ეკლესიის მსახურ ქალს აგინეს მკვდარი და ცოცხალი და ხვალ რას იზამენ ხო ხვდებით?”- წერს დავით ჩიხელიძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა