მეტეხის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში. საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც“,-ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო აქტივისტებს ევროპის მოედანზე ცოტა ხნის წინ მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 10-მდე პირი ხელკეტებით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, იგორ ნარმანიასაც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
Facebook Comments Box