მეგობრებო, როცა ვითომ ოპოზიციის წევრები არჩევნებზე გეპატიჟებიან, გატყუებენ. აგერ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა უკვე აიღო იტალიის D კატეგორიის ვიზა, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებლად მიდის ამ უმაგრეს ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჟორჟოლიანი წერს, საქართველოში დარჩენას ვინც აპირებს, უნდა შეიკრიბონ რუსთაველზე.
„მისი ბოლო სპეცოპერაცია, ბიძინას რუსული არჩევნები გაუპრავოს, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ უძვირეს ქვეყანაში გადაწყვიტა წიგნის დაწერა. ამ ხალხმა უკვე იცის, რომ არათუ რამეს გამოგლეჯენ, ამ ქვეყანაში ცხოვრებას არც კი აპირებენ. ჰოდა, ვინც ვაპირებთ აქ დარჩენას, ვიკრიბებით რუსთაველზე“, – წერს ჟორჟოლიანი.
Facebook Comments Box