არქიმანდრიტი, დოროთე ყურაშვილი, რომელიც რუსთაველზე, აქციაზე იმყოფება, აცხადებს, რომ დღეს აქციის დატოვებას არ აპირებს.
„ჩვენ არც ერთი შენობა არ გვინდა, ჩვენ მთელი საქართველო გვინდა. ჩვენ შეტევაზე არ უნდა გადავიდეთ, თუ ისინი გადმოვლენ შეტევაზე, თავი უნდა დავიცვათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს აქედან არ უნდა წავიდეთ და უნდა ვაჩვენოთ სამყაროს, რომ საქართველო წაგვართვეს და ისინი უნდა დაგვეხმარნონ აი, ამ ბოროტების მოშორებაში. ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, მათთვის ხელისუფლება ხალხს არ მიუცია, რაღაც დამთვლელი აპარატებით მოიგეს და არა ხალხის ხმით. გასაჯაროვდება რა სიბოროტეები აქვთ ჩადენილი. ყველანი მოხვდებიან კანონიერად ციხეში, ეს იქნება მათი ბოლო“,-აცხადებს დოროთე ყურაშვილი.
Facebook Comments Box