პოლიტიკა

ინფორმაცია, თითქოს ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფულს არიგებდა სიცრუე აღმოჩნდა – ირკვევა, რომ კადრები 3 ოქტომბერს არის გადაღებული და ქალბატონი სააგიტაციო მასალას ავრცელებს

ინფორმაცია, თითქოს ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფულს არიგებდა სიცრუე აღმოჩნდა. 

კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბანთან ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა. 

გაირკვა, რომ ვიდეო, რომელიც გავრცელდა 3 ოქტომბერს არის გადაღებული და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრთან არა ფულს, არამედ სააგიტაციო მასალას ავრცელებდა. 

„მე ვარიგებდი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალას. არასწორი გადაღება და გავრცელება მოხდა“, – განაცხადა მედიკო გაბეხაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა