პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ერთ-ერთი დაშავებული სამართალდამცველის მდგომარეობა არის მძიმე, მგონი, უნდა ილოცონ ადამიანებმა, ვინც ასეთი რამ გააკეთეს, სახელმწიფო უმკაცრესი იქნება

სამართალდამცველებს შორის არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთ-ერთ აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც პოლიციელზე ხელს აღმართავს.

„სამართალდამცველებს შორის არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთ-ერთ აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. აქვს მოტეხილობა, ჰემატომა. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, არ ვიცი, მე მგონი, უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა