ერთდღიანი ბლიცგამარჯვება სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოდის, რაც პირადად ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო და ვერაფერ დრამატულს ამაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სარიშვილი აღნიშნავს, რომ დღეიდან იწყება სრულიად ახალი პროცესი, რომელმაც შეიძლება, რამდენიმე დღე გასტანოს და მთავარია, არ იყოს უკან დახევა.
„მდგომარეობა არის ასეთი:
დღეს, 4 ოქტომბერს დაიწყო ქართველი ხალხის მშვიდობიანი რევოლუცია ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ბანდისგან საქართველოს განთავისუფლების მიზნით. ერთდღიანი ბლიცგამარჯვება სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოდის, რაც პირადად ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო და ვერაფერ დრამატულს ამაში ვერ ვხედავ.
მთავარი, რაც დღეს მოხდა, ეროვნულმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ბანდისგან საქართველოს განთავისუფლების შესახებ.
ეს ნიშნავს იმას, რომ დღეიდან იწყება სრულიად ახალი პროცესი, რომელმაც შეიძლება, რამდენიმე დღე გასტანოს. მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად და უკან არ დავიხიოთ.
ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია და არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებ.
მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვთქვათ, რომ თუ ამისთვის მზად არ ვართ, სხვანაირად არაფერი გამოვა.
არ ვიშლებით, თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ!
ბოლომდე ნიშნავს ბოლომდე! ბოლომდე!“, – წერს ირინა სარიშვილი.