მოვუწოდებთ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაემორჩილოს ბიძინას კანონებს, დაგვემორჩილოს ჩვენ, – ამის შესახებ ირინა სარიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი კონსტიტუციის დარღვევას არ აპირებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიწოდებს კანონის დაცვისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაემორჩილოს ბიძინას კანონებს, არ დაემორჩილოს ბიძინას კონსტიტუციას. ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება. დაგვემორჩილოს ჩვენ, ქართველ ხალს, რომელიც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას“, – განაცხადა ირინა სარიშვილმა.
Facebook Comments Box