ეს არის მოძალადეების მიერ თავიანთი ეგოს დაკმაყოფილების ერთ-ერთი ეპიზოდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველს არხს განუცხადა.
მისი თქმით, ის რაც მოხდა, დინების და მოსახლეობის სურვილების წინააღმდეგ წასვლაა.
„ეს არის მოძალადეების მიერ თავიანთი ეგოს დაკმაყოფილების ერთ-ერთი ეპიზოდი. მოსახლეობის განწყობების პირდაპირი უგულვებელყოფაა, რაც არჩევნებზე გამოიკვეთა. ეს არის დინების და მოსახლეობის სურვილების წინააღმდეგოდ წასვლა. მოსახლეობა ამ აბსურდს, სიგიჟეს და ძალადობას რომ ხედავს, ამიტომ აქვს ამხელა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
Facebook Comments Box