„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს სათაურით „ნაც-პროპაგანდისტული ტელევიზიის მორიგი გამოხტომა“.
კაკაბაძის განცხადებით, ჟურნალისტებად წოდებულმა ტვ-1-ის ნაც-პროპაგანდისტებმა არჩევნების წინა დღეს თავიანთ ზომბირებულ მაყურებელს ტვინის გამორეცხვის მორიგი სეანსი ჩაუტარეს.
„ნაც-პროპაგანდისტული ტელევიზიის მორიგი გამოხტომა
ჟურნალისტებად წოდებულმა ტვ-1-ის ნაც-პროპაგანდისტებმა არჩევნების წინა დღეს თავიანთ ზომბირებულ მაყურებელს ტვინის გამორეცხვის მორიგი სეანსი ჩაუტარეს. სიუჟეტში არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის კონ-ტექსტში ჯერ ყბადაღებული ბიულეტენების „გაჟონვა“ ახსენეს, რომელიც თურმე შეიძლება წელსაც განმეორდეს, მერე თქვეს, დამკვირვებლებიც „ოცნების“ მომხრეები არიან და აბა, როგორ იქნება ეს არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიანიო.
ამავე კონტქსტში ახსენეს ერთ-ერთი დამკვირვებელი – „ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია“, რომლის სახელით 151 წევრი უნდა დააკვირდეს არჩევნებსო. თან ეს იმ ფონზეო, როდესაც ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარი თქვეს ამ არჩევნების დაკვირვებაზეო.
საერთოდ არ მივაქცევდით ყურადღებას ტელევიზიად და ჟურნალისტებად წოდებული ამ აკაცუკა-პროპაგანდისტების მორიგ უსირცხვილო ტყუილებს, მაგრამ იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ზომბირებულად და ტვინგამორეცხილად მიაჩნიათ თავიანთი მაყურებელი, მაინც გადავწყვიტე მოკლედ გავშიფრო მათი უვიცობისა და ტყუილების ხარისხი.
იმ არასამთავრო უფლებადაცვით ორგანიზაციას, რომელსაც ტვ-1-ის უვიცი აკაცუკები „ნანა კაკაბაძის ორგანიზაციას“ ეძახიან, ჰქვია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, დაარსებულია საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრების მიერ 30 წლის წინ და იქიდან მოყოლებული მონაწილეობს საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების მონიტორინგში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იბრძოდნენ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, მაშინ, როცა ამ ახალგაზრდების მშობლები ან ოჯახის წევრები, როგორც მინიმუმ, საბჭოთა ობივატელები იყვნენ, შესაძლოა, პარტიულ- კომკავშირულ კარიერასაც იკეთებდნენ და საბჭოთა იდეალების მტრებად მიჩნეულ დისიდენტებს ფულისა და პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ გვდევნიდნენ. ყოველ შემთხვევაში, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ტელევიზიის ერთ-ერთ დამფინანსებლად აღიარებული პატრონი, სტუდენტობის პერიოდში კომკავშირულ კარიერას რომ იკეთებდა, მაშინ სწორედ ეროვნული მოძრაობის ლიდერთა მონაწილეობით ჩატარებულ მიტინგებს არბევდა…
შემდეგ ბანკირობას მიჰყო ხელი…
ბოლოს, საკუთარი ქონებისა და კეთილდღეობის დასაცავად პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა.
ხელისუფლების მომხრეა „ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია“, ობიექტურად როგორ უნდა დააკვირდეს არჩევნებსო? – კითხულობენ სიძულვილისა და ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდისტი ჟურნალისტები ტვ-1-ის სიუჟეტში.
ტვ-1-ს მინდა ვუთხრა- ჯერ ერთი, ასეულობით დამკვირვებლებს შორის შეიძლება ნებისმიერი პარტიის მომხრე იყოს ადამიანი, და მეორეც, „სამართლიანი არჩევნები“, „გამჭვირვალობა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სხვა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არათუ მალავენ თავის პოლიტიკურ სიმპათიებს, არამედ წინა ხაზზე დგანან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პოლიტიკურ ბრძოლაში, რატომ მათზე არ კითხულობენ თქვენი აკაცუკა-ჟურნალისტები, როგორ შეიძლება ასეთი ორგანიზაციები იყვნენ ობიექტურები არჩევნებზე დაკვირვების დროს? ან, ხომ ყველამ იცის, რატომ არ მონაწილეობენ „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები“ ამ არჩევნების დაკვირვებაში? იმიტომ, რომ მონაწილეობის შემთხვევაში მათ უნდა გამოეგონებინათ არარსებული „მასობრივი დარღვევები“, რაც წინა არჩევნებშიც ვერ გამოუვიდათ და ჩაფლავდნენ, სიმართლეს კი მათი პატრონი ევრო ბიუროკრატები არ დააწერინებდნენ. იგივე მიზეზით ეუთო/ოდირმა თქვა უარი არჩევნების დაკვირვებაზე, ხოლო ეს აკაცუკა- პროპაგანდისტები თავის მაყურებლებს ურცხვად არწმუნებენ, ეუთო/ოდირი დაგვიანებით მიწვევის გამო ვერ ჩამოდიან არჩევნების დასაკვირვებლადო.
რაც შეეხება ყბადაღებული „გაჟონვის“ თემას, რომლის გამოც თურმე არჩევნების ფარულობა დაირღვა და შესაძლოა ახლაც დაირღვესო. ურცხვმა და უვიცმა “ჟურნალისტებმა” ასევე მათმა ზომბირებულმა მაყურებლებმა არ იციან, რომ არჩევნების ფარულობაში იგულისხმება მხოლოდ საარჩევნო კაბინაში გაკეთებული არჩევანის ფარულობა, თორემ იქიდან გამოსულ ამომრჩეველს არავინ უშლის, გაასაჯაროოს თავისი გაკეთებული არჩევანი. ისევე როგორც ეგზიტპოლის კითხვაზე პასუხის შემთხვევაში, ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს უფლება, დააფიქსიროს, თუ ვის მისცა ხმა. ხოლო თუ ადამიანს თავისი არჩევანის დაფარვა უნდა, მას შეუძლია ისე დაფაროს ბიულეტენი მუყაოს საქაღალდეში ჩადებით, რომ ვერავინ დაინახოს მისი არჩევანი, რაც უნდა გამოჟონოს მელანმა. ამ ვაი-ჟურნალისტებს ისიც არ გაუგიათ, რომ ბევრ ქვეყანაში ხმის მიცემის ფურცელს კონვერტში ჩაუდებლად აგდებენ გამჭვირვალე ყუთში, ზოგან საერთოდ არ ითხოვენ ამომრჩევლის პირადობას, ხოლო ზოგან ფოსტითაც ხდება ხმის მიცემა. ასე რომ, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, ჩვენთან ჩატარებული არჩევნების ელექტრონული ფორმა პრაქტიკულად გამორიცხავს ყველანაირ გაყალბებას, რაც ამ აკაცუკა-ჟურნალისტებმაც კარგად იციან, მაგრამ თავიანთ ზომბირებულ მაყურებელს მორიგ ჯერზე ატყუებენ.
ისე რომ, სანამ „ნანა კაკაბაძის“ ორგანიზაციას ახსენებთ პროპაგანდისტი ტელევიზიები და აკაცუკა-ჟურნალისტები, კარგად უნდა დაფიქრდეთ, რას აკეთებთ, რათა კიდევ უფრო მეტად არ გაიშიფროს და გასაჯაროვდეს თქვენი ფეიკები და სასულეები“, – წერს ნანა კაკაბაძე.