პოლიტიკა

საერთაშორისო დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესზე: რაც ყველაზე უცნაურია, არის ევროკავშირის განცხადება, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის

რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან პიერ ანტუან ჟილბერ ვიქტორმა.

მისი თქმით, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს.

„ძალიან გაოცებული ვარ, განსაკუთრებით სამოქალაქო ჩართულობით. უამრავი ადამიანია მოხალისე, ვინც ხელს უწყობს ორგანიზებას. ვფიქრობ, ეს ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის კარგი გაკვეთილია“, – აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები  აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა