მინდა აღვნიშნო, რომ შოტლანდიაში ბევრჯერ ვყოფილვარ არჩევნებზე და თუ შევადარებთ თქვენი საარჩევნო პროცესი ისევე გამართულია, როგორც ჩვენთან, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა შოტლანდიიდან, „დემოკრატიული პლურალიზმის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა ალა გალარდიმ.
მისი თქმით, არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„შოტლანდიიდან ჩამოვედი არჩევნებზე დასაკვირვებლად. ამ დროისთვის ოთხ საარჩევნო უბანზე ვიყავი. პროცესი გამართული და შეუფერხებელია. ყველა უბანზე გავესაუბრეთ ამომრჩეველსაც და ყველა თანხმდება, რომ არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ შოტლანდიაში ბევრჯერ ვყოფილვარ არჩევნებზე და თუ შევადარებთ თქვენი საარჩევნო პროცესი ისევე გამართულია, როგორც ჩვენთან“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ალა გალარდიმ.
Facebook Comments Box