პოლიტიკა

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თბილისში არეულობების დაგეგმვაზე სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია საუბრობენ

ტელეკომპანია „იმედი“ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

როგორც ტელეკომპანია იტყობინება, აუდიოფაილი ელფოსტის საშუალებით მიიღეს.

„ხო, ახლა კარგად მომისმინე. მე ბევრჯერ ველაპარაკე იქ დათუნას, აქ მაგის ბიჭებს, ვინც არიან რა. ექვსი საათი რომ გახდება, დავიწყოთ – მიდი, გაწევა, გამოწევა, რაც შეგვიძლია. ოღონდ, აი, ძაან ფრთხილად. იმიტომ, რომ ეგრევე არ უნდა აიყვანონ ახლა. ხვდები შენც. შეტაკება, თავპირის მტვრევა. რაც შეიძლება მეტი კერა, ანუ მეტ წერტილში, რომ დიდი ტერიტორია ავიღოთ და დაგნარი მაქსიმალურად. მერე უკვე ვინ მოკვდება – ჩვენიანი, პოლიციელი, ყლეზე მკიდია რა, აი, პირდაპირ გეუბნები“, – ამბობს სავარაუდოდ ბაჩო ახალაია აუდიოჩანაწერში.

მოპასუხე, რომელიც სავარუდოდ პაატა ბურჭულაძეა, პასუხობს: „ხო, მზად ვართო“.

„ახლა ოთხზე ხომ დაიწყებს ხალხი შეკრებას?“, – ეკითხება ბაჩო ახალაია.

პაატა ბურჭულაძე: „კი, ოთხზე მზად ვიქნებით​“.

ბაჩო ახალაია: „ექვსისთვის უკვე ყველაფერი მზად უნდა იყოს, რომ ატყდეს ეგრევე დედის ტ…ნა. ერთი თქმა უნდა და დედის ტ…ნა უნდა დაიწყოს“.

პაატა ბურჭულაძე: „შენ წამოსვლაზე ხომ არაფერი მოგიფიქრებია?“.

ბაჩო ახალაია: „არა, არა, მე სახლიდან ვერ გამოვალ. ეგრევე სუს-ი მაზის, ხო არ ღადაობ. ეგრევე დამიჭერენ, შემაგდებენ. თორე, იცი, რა სიამოვნებით მივცემდი ბავშვებს იარაღს? ამათ დედას რომ შ…ცი მე. ორზე უკვე ხაზზე უნდა ვიყოთ ყველა“.

პაატა ბურჭულაძე: „კი, ორიდან უკვე კონტაქტზე ვართ“.

ბაჩო ახალაია: „მოსკოვიდან სვიაზზე არიან, ძმების პატრონები ვინცაა და მაყუთის თემასაც გამოაგზავნიან, მაგაზე არ იფიქროთ. იქით ტარიელა და სასტავი მოიხოდება. რავი, ბიჭებზე თქვეს და ვნახოთ, მოკლედ. ერთიანობაში უკვე რაღაც უნდა ვქნათ, თორე… ბოლო გაფართხალება გვაქვს, თორე ეს თუ გადააგორეს, აუ, ქოცები მოგვიტ…ვენ დედის ტ…ს, მერე გადაგვაჯდებიან ბოლომდე“.

პაატა ბურჭულაძე: „100-პროცენტიანი ხარ“.

ბაჩო ახალაია: „სისხლი იქნება და ჩათვალე, მაგ პროცესს ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებს“.

პაატა ბურჭულაძე: „წესით იქნება“.

ბაჩო ახალაია: „აი, უმართავი. შენი, ჩემი, ვსო, გაგნება აღარ იქნება. აი, მასა, ჯგრო, ხო იცი, რომ ეცემა და ატრიალებს, შენ რომ გინდოდეს, რომ იქ, შიგნიდან გააჩერო, შენც ვეღარ გააჩერებ. აი, ხომ გინახავს, ცეცხლი როა, მაგრა რომ გიზგიზებს და უცებ სალიარკას რომ შეასხავ. აი, ეგ ეფექტი ექნება. ბახ, იბუთქებს, გადაიწვება მთელი ქალაქი, ბო…შვილი, დედა მოე…ება იმენა“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა