Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს.

„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა. ყველა მოქალაქის მოქალაქეობრივი მოვალეობაა რომ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს. ყველა კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტები არიან ის ორგანოები, რომელსაც ყველაზე დიდი ნდობა აქვთ ჩვენს მოსახლეობაში, ვინაიდან ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები, არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონტაქტზე არიან მოქალაქეებთან, იციან მათი ყველა წუხილი, სიხარული. ასე რომ, დღეს შესაძლებლობაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში, სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით შეიკვრება საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. შარშან ავირჩიეთ პარლამენტი, პრეზიდენტი, ახლა ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. არჩევითი ორგანოები სრულად დაკომპლექტდება და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფოს იქნება იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა