პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი – მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ვიკრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში

მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით, ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ საკუთარი ხალხი. უნიჭიერესი ხალხი ვართ, ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით, ჩვენ ჩვენი ერთობით მოვახერხეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა