პოლიტიკა

საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო: პროცესი მიდის შეუფერხებლად. გარანტირებულია ხმის მიცემის ფარულობა. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება არჩევნები

პროცესი მიდის შეუფერხებლად, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ადნრაშ ლასლომ, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. 

„საარჩევნო უბნებზე გახსნამდე მოვედით, რომ შეგვემოწმებინა მათი მზადყოფნა არჩევნებისთვის. ხალხის მოსვლის დროს აქ უკვე იყო პერსონალი, ადგილზე არიან დამკვირვებლები. პროცესი მიდის შეუფერხებლად. გარანტირებულია ხმის მიცემის ფარულობა. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს არჩევანს, თუ როგორ უნდა იმუშაონ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და რომელი კანდიდატები უნდა პროგრესირებდნენ მომავალში“, – განაცხადა ლასლომ. 

საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა