პოლიტიკა

ანა წითლიძე –  მარტო რომ დავრჩე ამ პროცესში, მაინც გავაგრძელებ

ირაკლი ნადირაძე ოთხი შვილის მამაა. როგორი მეგობარი და პატრიოტია, ახლა ამას ვერ მოვყვები, სხვა დროს იყოს მის განუზომელ ერთგულებაზე. იცოდა, რაც ელოდა და მაინც თავი ბოლომდე გაწირა ამ პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლოს მითხრა, ჩემს თავთან, შვილებთან და ქვეყანასთან ვიქნები მართალიო. იგივე ქნა მურთაზ ზოდელავამ, პაატა ბურჭულაძემ, მანამდე ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც, გარეთ რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ბევრად სხვა რეალობა იქნებოდა დღეს.

ამ მამაცი ადამიანებისკენ კი თითს იშვერენ, გაუბედავი, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ, ისეთი პოლიტიკოსები და ვითომ ექსპერტები.

ერთხელ მაინც, რაც ამ ადამიანებმა გაბედეს, ამის მესამედი გაბედეთ ცხოვრებაში თქვენ ჩმორებო და თითი მერე იშვირეთ. ხელჩართულ ბრძოლაში სპეცრაზმთან არც ერთი არასოდეს არ მინახიხართ, არც დღეს, არც მანამდე. ჩემს თანამებრძოლებს, გამბედავ ადამიანებს და უკვე პოლიტიკურ პატიმრებს გაუმარჯოთ. თქვენს ბრძოლას, მარტო რომ დავრჩე ამ პროცესში, მაინც გავაგრძელებ“, – წერს ანა წითლიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა