პოლიტიკა

ანდრია ჯაღმაიძე- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს, რომ ის, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვით, გამოხატავს თუ არა ეკლესიის პოზიციას.

როგორც ჯაღმაიძე განმარტავს, არქიმანდრიტი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით. მან ასევე სტატუსშივე საპატრიარქოს განცხადება მოიყვანა, სადაც წერია, რომ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.“

„ხშირად ისმის შეკითხვა: – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვით, გამოხატავს თუ არა ქართული ეკლესიის პოზიციას? პასუხია: – არა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით. 4 ოქტომბრის საპატრიარქოს განცხადებაში, მისი ოფიციალური პოზიციაა ასახული, არქიმანდრიტი დოროთეს ქმედება კი მის შინაასთან მოდის წინააღმდეგობაში. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲝᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ

არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.“- წერს ჯაღმაიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა