პოლიტიკა

მეგი გოცირიძე- როცა ნახევარი გამოდის იმ ხალხის, ვინც გპირდება გამოსვლას, გეგმა როგორ უნდა განახორციელო? ხალხმა გადააგდო მშვიდობიანი რევოლუციის იდეა მაშინ, როცა ომის ერთი ადგილი არ აქვს

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 4 ოქტომბრის მოვლენებს აანალიზებს.

„როდესაც აანონსებდნენ სამ ლოკაციაზე სცენის დადგმას 1. თავისუფლებაზე 2. რუსთაველზე 3. ფილარმონიასთან ეს ნიშნავდა იმას, რომ თავისუფლებიდან-ფილარმონიამდე უნდა გადავჭიმულიყავით, მაგრამ არა მეგობრებო, კატების დამცველთა მარში არ იყო ეს, რომ ამდენი ხალხი გამოსულიყო, სასეირნოდ…. ეს იყო მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდება ანუ 300 000 კაცი და უბრძოლველად დავამხობდით მხოლიდ სიმტკიცით და გეგმაზომიერად მაგრამ, როცა ამაზე ხარ აწყობილი და ნახევარი გამოდის იმ ხალხის, ვინც გპირდება გამოსვლას, გეგმა როგორ უნდა განახორციელო თუ ასეთი არსებობს? როგორც არჩევნებზე აგდებენ პარტიებს, სწორედ ისევე გადააგდო ხალხმა მშვიდობიანი რევოლუციის იდეა მაშინ, როცა ომის ერთი ადგილი არ აქვს! 311 დღე რატომ მიგვიშვეს იცით? ვერავითარ საფრთხეს რომ ვერ გრძნობენ რუსები, იმიტომ!

რატომ არ გავედით 300 000 , იცით? რატომ არ იყო გასული მეპროტესტეთა ნახევარზე მეტი ახალგაზრდობა , იცით? იმიტომ რომ 100 000 გათაღლითებული , მაღალანაზღაურებადი, ქოლცენტრში შეყრილი ამ ქვეყნის მომავლის მესაფლავენი იქ არ იდგნენ და არც მათი ოჯახის წევრები, რომელთაც არაფერი აკლიათ მატერიალური და ასევე რატომ არ გამოვიდა იმ მილიონიან ემიგრანტთა ოჯახის წევრები ( ცოტას არ ვგულისხმობ), ვისაც არაფერი უჭირს მატერიალურად, მათი 2%_ის გამოსვლა იქნებოდა საკმარისი ამათ წასალეკად და მათი ემიგრანტი დამფინანსებლის გულში ჩასახუტებლად, მაგრამ მათ აღარც გული აქვთ და აღარც ჩახუტება უნდათ შესაბამისად, მათ აქვთ უშრომელი შემოსავალი, რაც სრულიად აკმაყოფილებთ.

აბა სხვა ვიღა დავრჩით, დასაქმებული პაკისტანელი და ინდუსი ხომ არ გამოვა ხელისუფლების დასამხობად? თუ ის სოცდახმარებაზე მიბმული გამოვა, სახლში რომ ზის და თვიდან-თვემდე დარმავოის ელოდება ჩვენს ხარჯზე და უფასო სასადილოს სალაფავზეა მიშვებული მცირე გამონაკლისის გარდა თუ ის ათასობით ჯეელი გამოვა ვისაც უფასო ნარკოტიკს აძლევენ უზმოზე ან სსიპი/ააიპებში დასაქმებულები? თუ ისინი დაუჭერდნენ რუსების მშვიდობიან დამხობას მხარს, ვინც გასული 9 და ახლანდელი 13წელი რუსების სასარგებლოდ, მიშას დამხობასა და ენმ-ის დასაფლავებაზე ოცნებობს?!

გააგრძელება ადამიანი წერას უსასრულოდ, მაგრამ აზრი?

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა