Uncategorized

პრეზიდენტი: მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია

მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადაა.

„მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. იგი ნამდვილი პატრიოტია და ვუსურვებ, რომ მისი ლიდერობის პირობებში ჩეხეთი კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს ჩეხი ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველო მზადაა ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა