პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მაჩალიკაშვილზე: მორიგი შულერი და ბნელეთის მოციქული გამოჩნდა დამარცხებული ბრძოლის ველზე, არანაკლებად იდიოტური თავის მართლებით და მამუკა მდინარაძის მიმართ უბინძურესი ენით, დამახასითებელი იმ უგუნური ადამიანისთვის, ვისაც ყურანიც კი არ გადაუშლია ცხოვრებაში

მორიგი შულერი და ბნელეთის მოციქული გამოჩნდა დამარცხებული ბრძოლის ველზე, არანაკლებად იდიოტური თავის მართლებით და მამუკა მდინარაძის მიმართ უბინძურესი ენით, დამახასიეთებელი იმ უგუნური ადამიანისთვის, ვისაც ყურანიც კი არ გადაუშლია ცხოვრებაში. ის თავის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ ვიდეოზე, სადაც ჩანს ტყის მასივში მიწაში ჩაფლული იარაღის ამოღების კადრები. მაგრამ , “მორცხვად” არ ასაჯაროებს ამ იარაღის მიწაში ჩადების ვიდეოს – რომელიც თავად ბოროტმოქმედის მიერ არის გადაღებული – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ცილისმწამებლურ სტატუსს, რომელიც მან სუს-ისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის მიმართ გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, უნიჭო სპექტაკლები, დადგმული სცენარები, მათი შემსრულებლები და მთავარი უიღბლო პირები, ისევე – როგორც ნაძირლები, მონები და მოღალატეები – ურჩევნიათ საკუთარ რიგებში მოიძიონ.

„ შვილგარდაცვლილ მამას პიროვნულად ვერ შევეხები, მაგრამ და რადგანაც ნებაყოფლობით თავად შევიდა ამ სიბინძურეში და ჭაობში – გამორიცხულია გავატარო. ორი დღის წინ უკვე ვიხილეთ ერთი “სასოწარკვეთილი დიასახლისი” – გიორგი ბარამიძე, რომელმაც საკუთარ სიცრუეში, სიმართლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუმალა თავის “მადლიერ” მსმენელს – ყურადღება გაამახვილა ტყეში ჩამალულ იარაღზე, და არაფერი თქვა იმ დანაშაულებრივ ჯგუფზე, მის ხელმძღვანელზე და მათ დაპატიმრებაზე, რომლებსაც ეს იარაღი დანიშნულების ადგილამდე უნდა მიეტანათ. გუშინ, მორიგი შულერი და ბნელეთის მოციქული გამოჩნდა დამარცხებული ბრძოლის ველზე, არანაკლებად იდიოტური თავის მართლებით და მამუკა მდინარაძის მიმართ უბინძურესი ენით, დამახასიეთებელი იმ უგუნური ადამიანისთვის, ვისაც ყურანიც კი არ გადაუშლია ცხოვრებაში.

ის თავის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ (!) იმ ვიდეოზე, სადაც ჩანს ტყის მასივში მიწაში ჩაფლული იარაღის ამოღების კადრები. მაგრამ (!!), “მორცხვად” არ ასაჯაროებს ამ იარაღის მიწაში ჩადების ვიდეოს – რომელიც თავად ბოროტმოქმედის მიერ არის გადაღებული. ეს პირველი და მთავარი ვიდეო, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა (რომელიც უკვე დაკავებულია) იმის დასტურად გადაიღო, “მოლარესთვის” და “ხაზეინისთვის” გადაგზავნის მიზნით – რომ დავალების პირველი ნაწილი შესრულებულია და ის თავის ტელეფონში საბანკო ჩარიცხვის SMS-დასტურს ელოდება. იმ ტელეფონზე, რომელიც ამოღებული იქნა მისი დაკავების დროს, საიდანაც მოპოვებული იქნა არა მხოლოდ ეს და სხვა ვიდეოები, არამედ ამ იარაღის ფონზე გადაღებული არაერთი “სელფი”. ასე რომ, უნიჭო სპექტაკლები, დადგმული სცენარები, მათი შემსრულებლები და მთავარი უიღბლო პირები, ისევე – როგორც ნაძირლები, მხდალი ნაბიჭვრები, მონები და მოღალატეები – გირჩევთ საკუთარ რიგებში მოიძიოთ. წაგების აღიარებასაც გამბედაობა სჭირდება, რომელიც არც შეტევაში გადასვლის, და არც უკან დახევის დროს არ გქონდათ. მხდალი ქათმებივით იქცევით და თქვენი ადგილი – გალიაშია.“ – წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა