როცა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ საფრთხეს აღკვეთს, ეს უნდა იყოს მადლიერების საფუძველი და არა შეურაცხყოფის თემა. მიუხედავად ამისა, მაჩალიკაშვილი ცდილობს ყველაფერი პირიქით წარმოაჩინოს, უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უწყებას, რომელმაც საქართველო მძიმე ტრაგედიას გადაარჩინა, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნის შესახებ გავრცელებულ კადრებს, დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.
მეგრელიშვილის შეფასებით, მაჩალიკაშვილის განცხადება ემოციებით გაჯერებული სიყალბეა, რომელიც რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება და მიზანი მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაა.
„ როცა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ საფრთხეს აღკვეთს, ეს უნდა იყოს მადლიერების საფუძველი და არა შეურაცხყოფის თემა. მიუხედავად ამისა, მაჩალიკაშვილი ცდილობს ყველაფერი პირიქით წარმოაჩინოს, უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უწყებას, რომელმაც საქართველო მძიმე ტრაგედიას გადაარჩინა. მისი ბოლო განცხადებები არ ეფუძნება ფაქტებს, ეს არის ემოციით გაჯერებული სიყალბე, რომლის მიზანი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა და საზოგადოებისთვის საკუთარი თავის შეხსენებაა. სრულიად უსაფუძვლოა მისი ბრალდებები, თითქოს სუსმა სპექტაკლი დადგა — რეალობა შემდეგია: უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა დროულად და ეფექტურად, რამაც შესაძლოა ასობით უდანაშაულო სიცოცხლე გადაერჩინა. ასეთ დროს პასუხისმგებელი ადამიანი დუმილს ამჯობინებდა, მაჩალიკაშვილი კი საპირისპიროდ იქცევა — საკუთარ ტკივილს პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ამით ქვეყნის უსაფრთხოებას აზიანებს. მისი ტექსტები თანდათან უფრო და უფრო ემსგავსება მიზანმიმართულ პროპაგანდას, რომელიც მიზნად სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს“,- წერს მეგრელიშვილი.