„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმაურება რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, გიორგი ახობაძეს, რომელიც თბილისში, დიპლომატიური მისიის ავტომანქანებზე ჩეხეთის დროშას აპროტესტებს, რადგან, სავარაუდოდ, რუსული დროშა ჰგონია.
როგორც ზურაბ ქადაგიძე ირონიულად წერს, დიპლომატიურ მისიებს უნდა განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო აბრევიატურაც დაურთონ დროშებს.
„ამაზე გამახსენდა – 2014 წელს, 9 აპრილის მემორიალთან რომ სლოვაკეთის გვირგვინის ლენტი დაწვა ვიღაც ნაცმა, გახსოვთ? მერე განმარტება გააკეთა – მიეწერათ მაინც, რომ სლოვაკეთის იყოო… მოკლედ -ამათ
, ამათ

, ამათ

, ამათ

და ამათაც
(მაინც, დავიზღვიოთ თავი). დიპლომატიურ მისიებს უნდა განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო აბრევიატურაც დაურთონ დროშებს, თორემ ნაცები დარბიან ანტისაოკუპაციო „ნასკებით” და რამე ხიფათს არ გადაეყარონ დიპლომატები. ვაი, ამათ პატრონს…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.