პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციური პარტიების მიერ დამხობის გეგმისგან დისტანცირებაზე: ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ, მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად, მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში

ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბრის დამხობის სცენართან დაკავშირებით დისტანცირებაზე.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბერს და წინა პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს და დაანონსებულ რევოლუციას დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება ჰქვია.

„ამას ჰქვია წინასწარ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარში, დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვნახეთ ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც გაემიჯნა წინასწარ ამ პროცესებს თუ არ ვცდები გახარიას განაყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“. დანარჩენი, ვინც ბოლო დღეების მანძილზე, ამ წინა პერიოდში, ღიად, პირდაპირ ეთერში უბრალოდ მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. იმიტომ რომ უბრალოდ საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას და ჰგონიათ, რომ ერთდღიანი, ორ დღიანი და რამდენიმე საათიანი მეხსიერება აქვს ქართულ საზოგადოებას. ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში. ეს არის რეალობა და ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ნებისმიერი კანონდამრღვევი და ნებისმიერი კანონდარღვევას მიეცემოდა ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა