გერმანია, ჰერდეკე – ქალაქ ჰერდეკეს ახალი მერი, 57 წლის ირინ შტალცერი, კრიტიკულ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც მას ქუჩაში უცნობი პირები დაესხნენ თავს და დანით 13-ზე მეტიჭრილობა მიაყენეს. მძიმე ინციდენტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში მოხდა, ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
თავდასხმის საზარელი დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიტიკოსის შვილმა დედა საკუთარ ბინაში აღმოაჩინა მუცლისა და ზურგის მრავლობითი ჭრილობებით. დაჭრილმა მერმა თქვა, რომ მას ქუჩაში რამდენიმე მამაკაცი დაესხა თავს. ირის შტალცერი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმები ამ წუთებშიც მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი გაურკვეველია, ისევე როგორც თავდამსხმელთა ვინაობა. პოლიცია ინტენსიურ ძებნას აწარმოებს.
საქმის სიმძიმის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში საქმის გამოძიებაში მკვლელობების საგამოძიებო განყოფილება ჩაერთვება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გამოძიება ამ მძიმე დანაშაულს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება.
ჟურნალისტები ელოდებიან ახალ დეტალებს სამართალდამცავი ორგანოებისგან, რათა დადგინდეს, იყო თუ არა თავდასხმა დაკავშირებული ირის შტალცერის პოლიტიკურ საქმიანობასთან.