პოლიტიკა

პეტერ ფიშერი – გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენება მორალურად არასწორია.

„ვიმეორებ იმას, რაც აქ უკვე მანამდე განვაცხადე, გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, რადგან ისინი ამცირებენ მსხვერპლთა ღირსებას და ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებებს“, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტყუილები და განცხადებები, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან კეთდება, გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა