თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაიბარებული. ინფორმაცია პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ამასთან, შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა საკითხზე დაიბარეს ახალაია, თუმცა აცხადებენ, რომ დაბარება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ უნდა გამოცხადდეს.
Facebook Comments Box