გიორგი გამსახურდია „ფორმულას“ ჟურნალისტის ნინო ჟიჟილაშვილის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ჟიჟილაშვილი ვარშავის აეროპორტში ევროკავშირის საზღვრის კვეთისას მომხდარ ფაქტზე ჰყვება.
კერძოდ, ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ საზღვრის კვეთისას დასმულ კითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა საქართველოს მთავრობასთან?- არა- აღმოჩნდა ის სწორი პასუხი, რომლის შემდეგაც ევროკავშირში შეუშვეს. გამსახურდია აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ ჭორის დონეზეც კი არ გაუგია.
„ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის რომ სულ გზაში ვარ, უფრო მეტ დროს ვატარებ გზაში, ვიდრე სახლში. საიდან მოსდით აი ეს ფანტაზიები, ან ვინ კარნახობს, ვინ უწერს? პოლონური ძალოვანი უწყებები კიდევ, მაგას სულ ავღნიშნავ, რომ ჩემი მეორე ოჯახია და მსგავსი სისულელე, საერთოდ არც ჭორად არ გამიგია და ნუ რეალობაში რომ მომხდარიყო ხომ საერთოდ. ძალიან უნდა ორღობის ჭორიკანა ტელევიზია ფორმულას და მის აქტორ ჟიჟის მუხტის აწევა, მაგრამ ამ ფორმით? აი ამისთანა ცრუპენტელობით? აქ მაინც არ ვიყო.“- წერს გამსახურდია.