Uncategorized

თინათინ რუხაძე: კულტურის მუშაკებს ყოველთვის სჭირდებათ ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყრიან ფარ-ხმალს და ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას

„კულტურის მუშაკებს ყოველთვის სჭირდებათ ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყრიან ფარ-ხმალს და ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას.

მადლობა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თითოეულ გმირს. კულტურა სიყვარულის მსახურებაა და ვფიქრობ, რომ დღეს ამ სიყვარულისთვის მადლიერების გამოხატვა მცირედით მაინც შევძელით”, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა