Uncategorized

ლევან მაჭავარიანი: ვიდეო არქივი ყველაფერს ინახავს – ყველამ იცის, რომ ირიბად თუ პირდაპირ, ყველა აქტორი ჩართული იყო 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარის განვითარებაში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ რადიკალების დესტრუქციულ გეგმას სატელევზიო არქივიც ადასტურებს, შესაბამისად, ყველა აქტორი ჩართული იყო 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარის განვითარებაში. იგი ამგვარად ეხმაურება აღნიშნულ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს.

„ვიდეო არქივი ყველაფერს ინახავს. მიუხედავად ამ ჩვენი გაფრთხილებისა, მათ მაინც ისურვეს და განავითარეს სცენარი იმგვარად, რომ ეს ყველაფერი ითვალისწინებდა სახელმწიფო დამხობას. ახლა ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი რაღაც ალიბის შექმნითაა დაკავებული, გარკვეული ნაწილი ემიჯნება, თითქოს არ იცოდა, იქ არ იმყოფებოდა და ასე შემდეგ, თუმცა, ეს საბავშვო ბაღი არაა. ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ, ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ და შესაბამისად, ყველამ იცის, რომ ირიბად თუ პირდაპირ, ეს ყველა აქტორი ჩართული იყო 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარის განვითარებაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველამ იცოდა, ქვეყანას ქაოსისთვის რომ სწირავდნენ, იცოდნენ და მაინც მივიდნენ. მისი თქმით, ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიღვარა.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა