Uncategorized

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეს პატიმრობა შეეფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეს პატიმრობა შეეფარდა.

პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი, რაც გამოძიების ინფორმაციით, პატიმართან წინასწარ იყო შეთანხმებული. აღნიშნულის მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორების ინსცენირება და ამ სცენარის პირადი მიზნებისთვის გამოყენება იყო.

გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც.

როგორც ადვოკატმა მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა