უცხოური მედია

უცნობმა პირმა მისისიპის საშუალო სკოლასთან ხალხს ცეცხლი გაუხსნა- არიან დაღუპულები

უცნობმა პირმა მისისიპის საშუალო სკოლასთან ხალხს ცეცხლი გაუხსნა – შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. სასიკვდილო ინციდენტი დაახლოებით შუაღამისას მოხდა ქალაქ ლილანდის მთავარ ქუჩაზე, საშუალო სკოლის უშუალო სიახლოვეს.

როგორც CBS News იუწყება მერ ჯონ ლის განცხადებაზე დაყრდნობით, საღამოს იქ საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, რომელზეც, ტრადიციულად, გულშემატკივრები სხვა ქალაქებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.

წინასწარი მონაცემებით, ოთხი სრულწლოვანი დაიღუპა. დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი – ზოგიერთი მათგანი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.

მსროლელმა მიმალვა მოახერხა. ეჭვმიტანილები ჯერ არ არიან დადგენილი.

„ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას ვდებთ იმის გასარკვევად, თუ ვინ ისროლა“, – თქვა მერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა