Uncategorized

გურამ მაჭარაშვილი ჩახუნაშვილის გირაოს თანხის შესაგროვებლად ოჯახის თხოვნაზე: წარმოიდგინეთ, რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც ხალხს სთხოვ, ფული მომეცით, იმიტომ რომ მე დანაშაული ჩავიდინო და შემდეგ დაუძვრე მართლმსაჯულებას

x

პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომ მამისთვის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის გირაოს თანხის შესაგროვებლად დაეხმარონ.

მისივე თქმით, ამ ქმედებასა და განცხადებაშიც ჩანს, თუ რა ბუნების ხალხია „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი აქტივისტებით.

„შენ მიდიხარ დანაშაულზე და მერე თანხა, რომელიც შემდეგ დაგჭირდეს ჯარიმისთვის თუ სხვადასხვა საკითხისთვის, რათა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გქონდეს, ეუბნები ხალხს, რომ შემიგროვეთ თანხაო. წარმოიდგინეთ, რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც ხალხს სთხოვ, ფული მომეცით, იმიტომ რომ მე დანაშაული ჩავიდინო და შემდეგ დაუძვრე მართლმსაჯულებას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სასამართლომ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღმკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში კონსტანტინე ჩახუნაშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც მისი მამისთვის გირაოს თანხის შესაგროვებლად დახმარებას ითხოვს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა