ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სამი ადვოკატის თანხლებით გამოჰკითხეს. მან უარყო ამ საქმეში რაიმე სახის ჩართულობა და თქვა, რომ გიორგი ქემოკლიძეს არ იცნობს.
„იყო, მათ შორის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ვიცნობდი თუ არა ბატონ ქემოკლიძეს. არასოდეს არანაირი შეხება ამ ადამიანთან არ მქონია“, – განაცხადა ჯანდიერმა.
ქემოკლიძეს ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი, რაც გამოძიების მტკიცებით, პატიმართან წინასწარ იყო შეთანხმებული. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც.
Facebook Comments Box