ვერავინ მოატყუა რეჟიმმა, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც გარეთ, ჩაივლის ყველაფერი, მოიგებს საქართველო ამ ომს, სასაცილოდ გამოჩნდება ყველა, ვინც ახლა განწირული ჰეროიზმისნარატივით თრგუნავს საზოგადოებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილის თქმით, ხალხის დიდ ნაწილს სჯერა, რომ პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგია, რაც მოხდა.
„4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა. 4 ოქტომბრის 24 წლის აჯანყებასთან შედარებას რომ მოვრჩეთ, ამაზე შევთანხმდეთ, არაა დრო? არც გასული საუკუნის 20-იანი წლებია, არც ბიძინაა სტალინი, და ჩვენც 30 წელია უკვე, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. განწირული ბრძოლების ანალოგიები ემსახურება მტრის ინტერესებს. არაა ეს ქვეყანა განწირული. აცალეთ ისტორიას, თავად შეაფასოს, რა იყო 4 ოქტომბერი. ჩვენ რაც ვიცით, დამაიმედებელია, არ იმუშავა სუს-ის პროვოკაციამ, ხალხის დიდ ნაწილს სჯერა, რომ პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგია, რაც მოხდა. ხალხი უთანაგრძნობსმსხვერპლს, ახალ პატიმრებს. ეს ჯანსაღია. არანაირი ზეგავლენა არ მოახდინა ამ პროვოკაციამ რწმენაზე, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, სწრაფად. ვერავინ მოატყუა რეჟიმმა, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც გარეთ. ჩაივლის ყველაფერი, მოიგებს საქართველო ამ ომს. სასაცილოდ გამოჩნდება ყველა, ვინც ახლა განწირული ჰეროიზმის ნარატივით თრგუნავს საზოგადოებას“, – წერს სამადაშვილი.