პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე- არაბუნებრივია რომ მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი არ არის, დაგვჭირდება თანადგომა, მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით

„თუ აქ არის მოშიმშილეთა რაღაცა ჯგუფი აბსოლუტურად არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი იმიტომ, რომ ჩვენ 24 საათიან რეჟიმში დაგვჭირდება თანადგომა ჩვენი მეგობრების, თანამოაზრეების, თანაგუნდელების. ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით“- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ფოფხაძის განმარტებით, თუ მათ შიმშილობას დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი მივლენ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტია გამოსავალი.

„ახლა აქ ვართ შვიდი, ერთი შიმშილობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბაკურიანის იზოლატორში, დათო ჭელიძე, რომელიც შიმშილობის პირველ დღეს დააკავეს და მიუსაჯეს 14 დღე. შესაბამისად, აქციის მონაწილე ვართ რვა, მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ ეს აქცია გაფართოვდება იმიტომ, რომ ეს არის პროტესტის სწორი ფორმა. თუ შიმშილობას დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, მივხვდებით, რომ აქ უნდა იყოს საპროტესტო მუხტი 24 საათი. ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან და 24 საათი აქ ვართ, აქ რომ იქნება 24-საათიანი საპროტესტო ჯგუფი, მას დასჭირდება კარვები და ამ პროტესტის თანმდევი კარვები იქნება. თუ აქ მოშიმშილეთა ჯგუფია, არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში დაგვჭირდება ჩვენი მეგობრების, თანამოაზრეების თანადგომა. ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით ამ პროტესტით ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ 24-საათიან პროტესტს ალტერნატივა არ აქვს. პოზიციაზე ყურადღების მიქცევა აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური ჟესტია და უყურადღებოდ ამ პოზიციის დატოვება უფრო ამორალურია. მე 2016 წელს, როცა უვადო პატიმრებმა დაიწყეს შიმშილობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მივედი და შევხვდი ამ უვადო პატიმრებს და ჩვენ გვქონდა საუბარი მათი პრობლემების შესახებ და მათ ძაან მძიმე მუხლები ჰქონდათ. ეს არ იყო ხალხი, რომელიც რაღაცა უმნიშვნელო გადაცდომების გამო ისხდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ ყურადღებას ისინიც იმსახურებდნენ, როგორც მოშიმშილეები და ჩემთვის კითხვის ნიშანი არ იყო იმასთან დაკავშირებით, ეს ყურადღება უნდა მიგვექცია თუ არა. ეს არის პროტესტის ფორმა, როცა ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ არათუ არ გავტყდით, არამედ მაგრები ვართ და არ ვიხევთ უკან“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა